მეგრელიშვილი ასევე დაინტერესდა, როგორ აპირებს სახელმწიფო ამ კანონპროექტის ფარგლებში იმის შემოწმება/გადამოწმებას, შვილად აყვანის მსურველს აქვს თუ არა არატრადიციული სექსუალური გემოვნება.
„სინამდვილეში, გახარიასა და „ლელოს“ ურთიერთსიმპატიები პოლიტიკური უპასუხისმგებლობის ყველაზე ამორალური აქტია“ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„როდესაც, გუშინ ის დისკრიმინაციული ფოტომონტაჟი ვნახე, ცხადია, არ მივაქციე ყურადღება. ახალი ჩემთვის არაფერი იყო, მაგრამ ბევრი შშმ პირი და შშმ პირის მშობელი შემეხმიანა, ვინც საკუთარ თავზე მიიღო ეს ყველაფერი, ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია“- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ევროპის საბჭოს დაკვეთით, გამჭვირვალობის შესახებ ქართულ კანონზე დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა ჯერემი მაკბრაიდმა მოამზადა! ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი ჯერემი მაკბრაიდი, რომელმაც გამჭვირვალობის ქართულ კანონზე ევროპის საბჭოს დაკვეთით დასკვნა მოამზადა, სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი იყო!“ - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.