რა თქმა უნდა, ყველას განსხვავებული კინოგემოვნება აქვს, თუმცა დეტექტივი სწორედ ის ჟანრია, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. გთავაზობთ ყველა დროის საუკეთესო დეტექტივებს, რათა მთავარ პერსონაჟებთან ერთად სცადოთ ჩახლართული საქმეების გამოძიება.
რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ შემადგენლობაში შემავალი რადიოსადგურების მენეჯერები თავიანთ საყვარელ ფილმებს გირჩევენ. ბუნებრივია ამ ჩამონათვალში მათი საყვარელი ძალიან ბევრი მაგარი ფილმი ვერ მოხვდა. ისე კი საინტერესოა, რომ 6 ადამიანის შერჩეულ 5-5 ფილმიდან მხოლოდ ორი ფილმი დაემთხვა. ესენია „გაქცევა შოუშენკიდან“ და „პიანისტი“. ჟანრების თანხვედრა ბევრია, თუმცა განსხვავებული მიმართულების ფილმებიც საკმარისად დასახელდა. ერთადერთი, რაშიც ძნელია შეკამათება, ის გახლავთ, რომ ყველა ნახსენები ფილმი მართლაც რომ სანახავია, ზოგიერთი კი უბრალოდ შედევრია და კიდევ დიდხანს გაუძლებს დროს.
მართალია, სულ რამდენიმე დღის წინ „ოსკაროსანმა“ ჯულია რობერტსმა ნახევარ საუკუნეს გადააბიჯა, მაგრამ ძველებურად ფანტასტიურად გამოიყურება და კარიერასაც წარმატებით აგრძელებს. გთავაზობთ არაჩვეულებრივი მსახიობის რვა საუკეთესო ფილმს.
ჩარლი ჩაპლინის და ფედერიკო ფელინის, ალფრედ ჰიჩკოკის და სტენლი კუბრიკის ფილმები დიდი ხანია მსოფლიო კინემატოგრაფიის კლასიკად თვლება, რადგან ათწლეულების მიუხედავად დღესაც პოპულარობით სარგებლობენ მაყურებელში. მართალია, 21-ე საუკუნეში, როცა მნიშვნელოვნად დაიხვეწა კინემატოგრაფიული ხერხები და ბევრად მარტივია ფილმის გადაღება, რეჟისორები მუდმივად ახალი და ორიგინალური იდეებით ანებივრებენ მაყურებელს, მაგრამ საინტერესოა, რამდენად შეიძლება ჩაითვალოს მათი ფილმები შედევრად. გთავაზობთ, ფილმების ნუსხას, რომელთაც კრიტიკოსების აზრით, კინოკლასიკად ქცევის ყველაზე მეტი შანსი აქვთ.