დეპუტატის თქმით, ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია იყო.
როგორც რეფორმების ჯგუფის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა და მხარდაჭერისთვის პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის ხმამაღალი მხარდამჭერი განცხადებები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ეს სწორედ „ქართულ ოცნებას“ უქმნის ძალიან კომფორტულ ვითარებას, რომელსაც ჩვენ, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, უნდა შევუქმნათ ძალიან მძიმე პირობები იმისთვის, რომ მათ ვერ გაბედონ იმ ტიპის უტიფარი განცხადებების გაკეთება, რაც გვესმის ყოველდღიურ რეჟიმში, - აცხადებს სამნიძე.