შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლის, გიორგი ცხადაძის განცხადებით კი, „გარდენია შევარდნაძის“ ის მონაკვეთი, სადაც ღონისძიება რეგულაციების დარღვევით გაიმართა, დაილუქა.
პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას 20 ლარის ოდენობით. იზოლაციისა და კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირი ჯარიმდება 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 10 000 ლარის ოდენობით. განმეორებითი ჯარიმა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.