ასე ეხმიანება „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი ხათუნა სამნიძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, რომელმაც მმართველ პარტიას ეროვნული შერიგებისკენ მოუწოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრძოლის გამძაფრება და ქართული ოცნების დამარცხება დააანონსა.
"სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი. ამას მოწმობს, პრემიერ-მინისტრის განცხადებებიც, რომელიც მიზანმიმართულია ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დისკრედიტაციისკენ. სოლიდარობას ვუცხადებთ მის მხარდამჭერებს" - აცხადებს სამნიძე.