პრემიერის შეფასებით, რევაზ ლაზიშვილი, რომელმაც თანამთებობა დატოვა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და მას გადადგომა უბრძანეს. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ამბავში არაფერი „სენსაციური არ არის.“
ჩემი პროტესტი გამოიწვია პოლიციის თანამშრომლის, „რუსლან შამახიას დაკავებამ, სახლში ჩხრეკის ჩატარებამ, ბავშვების დაწიოკებამ. მე შამახიასთან მიმუშავია და კარგ პოლიციელად ვახასიათებ. აღნიშნული ფაქტის შემდეგ გადავწყვიტე, დავტოვო თანამდებობა“ - განაცხადა ლაზიშვილმა.