ღარიბაშვილი პროტესტის ნიშნად წასულ პოლიციელზე: ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე – პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი თავს ვერ მოერია
პრემიერის შეფასებით, რევაზ ლაზიშვილი, რომელმაც თანამთებობა დატოვა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და მას გადადგომა უბრძანეს. ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ამბავში არაფერი „სენსაციური არ არის.“
