საზოგადოება ვიდეო: „მითხრა, რომ ვარ „ღორი“, „სოფლელი“, ხელი ჩამარტყა“ – რას პასუხობს სტამბა „Rezon”-ის უფროსი თანამშრომელს, რომელიც მას ფიზიკურ და სიტყვიერ ძალადობაში ადანაშაულებს ნინო გოგილაშვილი 16 ივნისი, 2023 მოქალაქემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელიც, მისი თქმით, სტამბა „Rezon“-შია გადაღებული. ვიდეოში სტამბის დირექტორი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს ამავე სტამბის თანამშრომელს და მას „მათხოვარს“ უწოდებს.