რეზოლუციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ წამოყენებული 12 რეკომენდაციის მიმართ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან “აშკარა უგულებელყოფა” ჩანს.
„ეს არის ჯორჯ ორუელისეული ტიპური „ნიუსპიკი“, „ნიუსპიკი“ არის ამოტრიალებული რეალობა და სიყალბე, რომლის აღიარებასაც გვთავაზობენ“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.
დღეს, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების წლიურ ანგარიშს განიხილავენ. ანგარიშს შესწორებები დაემატა, რომელიც გვარამიას განაჩენის გადახედვასა და სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას შეეხება.