2022 წლის 21 მაისს, გურამიშვილის გამზირზე მოძრავ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, როინ მებონიამ მეუღლეს არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა ადგილზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც პროკურორმა განმარტა, ეს არის პირველადი დათვალიერებით მიღებული შედეგი, ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ კი, შესაძლოა, რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.