„საქართველოს მთავრობა იქცევა როგორც პარაზიტი ბუზი… შეეშვით ამ ინტრიგების ჩაგდებას სპორტში… კალაძე ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის“ – რომან გოცირიძე
„კალაძე დღეს არ არის ფეხბურთელი. ის არის ვეტერანი ფეხბურთელი, მაგრამ მოქმედი ქალაქის მერი და „ქართული ოცნების“, აი, ამ „რუსული პარტიის“ გენერალური მდივანი და ნუ ინტრიგანობს, ნუ შემოაქვს დაპირისპირება სპორტულ სამყაროსა და პრეზიდენტს შორის. არავითარი ვალდებულება არ აქვს პრეზიდენტს, ვინმეს მითითებით გამოსცეს ბრძანებები და დააჯილდოოს ორდენით“- ამის შესახებ ოპოზიციონარმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
