„რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს, დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას“ - აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.