ვატიკანში, წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო ლიტურგიაზე რომის პაპმა ფრანცისკემ ქადაგებისას ყურადღება გაამახვილა ადამიანების სიხარბეზე სიმდიდრისა და ძალაუფლების მიმართ.
„ვფიქრობ, ომი იმართება მაშინ, როცა იმპერია იწყებს დასუსტებას და როცა არის იარაღი გამოსაყენებელი, გასაყიდად და შესამოწმებელი. მეჩვენება, რომ აქ ბევრი ინტერესია“, – აღნიშნა პაპმა და იქვე დასძინა, რომ ომის მალე დასრულებას ვერ ხედავს.