მისი თქმით, რუსეთი მიდის პირდაპირ ანექსიის გზით, წინასწარი შესავლის გარეშე და დეკლარაცია იმისა, რაც გუშინ ბატონმა პუტინმა განაცხადა, ყველასთვის შემაშფოთებელი იყო.
როგორც მან საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რუსეთს ომის გარეშე უნდა შევაგნებინოთ, რომ მორალური, პოლიტიკური და ფინანსური ფასი ექნება გადასახდელი.
ბობოხიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება რა შეცდომასაც სჩადის ის არის, რომ ჩვენ არ ვართ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უკრაინის გვერდით. ის ასევე აცხადებს, რომ საქართველო პარტნიორებთან ერთად უნდა იყოს ყველა იმ მოქმედებაში, რომელსაც ისინი განსაზღვრავენ პუტინის აგრესიის წინააღმდეგ.