„სომხეთი რუსეთის მოკავშირე და ძირითადი პარტნიორია ამიერკავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით და ჩვენ დაინტერესებული ვართ სტაბილურობით ამ რეგიონში“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა.
ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, 102-ე რუსული სამხედრო ბაზის ობიექტები, სიუნიკის რაიონში განთავსდა და წარმოადგენს უსაფრთხოების დამატებით გარანტიებს არა მარტო რაიონისთვის, არამედ მთელი სომხეთისთვის.