კანონპროექტის შინაარსი ამგვარია: თანამემამულეებად აღიარონ ის პირები, რომლებმაც „იციან რუსული ენა, რომელთა უშუალო წინაპრები დაიბადნენ ან იცხოვრეს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.“
Gazeta.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში დუმის წარმომადგენელი, ზატულინი საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ საერთაშორისო სანქციებთან მიერთებაზე უარის თქმის გამო, გადაწყვეტილებას უწონებს.
„კომუნისტური პარტიის“ დადგენილების პროექტი ითვალისწინებს დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების აღიარების თხოვნით პირდაპირ პრეზიდენტ პუტინისთვის მიმართვას.
„შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.