გავრცელებული ინფორმაციით, მიტროპოლიტის გარდა მსახურებას ესწრებოდნენ რუსული და სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმსახურები, ასევე რუსეთის ოფიციალური პირები.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ძვირფასო ძმაო და უფლის შემწირველო! გულითადად გილოცავთ მნიშვნელოვან თარიღს - თქვენს 90 წლის დაბადების დღეს.“ – წერს რუსეთის პატრიარქი მილოცვაში.