"მათგან 15 ქალია, მივმართავ ყველას, ვინც ჯერ კიდევ ტყვეობაშია: ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული თქვენგანისთვის! ყველას სახლში მოვიყვანთ" - განაცხადა ვერეშჩუკმა.
უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი იძულებული გახდა, დაეტოვებინა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური მას შემდეგ, რაც დაბინძურებული ნიადაგიდან „მწვავე რადიაციული დაავადება“ განიცადა.