ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც რუს ტურისტებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ რა ენაზე ისაუბრებს ადამიანი, ეს მხოლოდ მისი გადასაწყვეტია.
მდინარაძის თქმით, განცხადება იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში რუსი ტურისტების უპრეცედენტო რაოდენობაა შემოსული, სიმართლეს არ შეესაბამება და რეალურად, მათი რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, ნაკლებია.