დღეს რუსთავი 2-ის დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სამსახურიდან ცნობილი ტელესახეები - ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია და ნანუკა ჟორჟოლიანი გათავისუფლდნენ.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „რუსთავი 2”-ისთვის ბრძოლა გრძელდება და დასრულდება მხოლოდ მაშინ, როცა ტელეარხი დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს.