"ოპოზიციური კანდიდატისთვის მიცემული თითოეული ხმა მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის მიცემულ ხმას ნიშნავს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის, ქალაქებისა და სოფლების განვითარებისთვის" - ამბობს კირკიტაძე.
კუჭავა აცხადებს, რომ გული სწყდება, რადგან ნინო ლაცაბიძე პარლამენტს ტოვებს. მისივე თქმით, ნინო ლაცაბიძეს ზურგს განათლება, პროფესიონალიზმი და უდიდესი გამოცდილება უმაგრებს.
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს.