LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია

ემზარ სიუკაევი: „9 თვე ოჯახი დამიტოვეს ულუკმაპუროდ“ – სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებული პირები გაათავისუფლეს 

ბესიკ თამლიანის, ემზარ სიუკაევისა და სტეფანე გიქოშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გადაისინჯა, სამივე მათგანი 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი: ევროკავშირი უნდა დადგეს მათ გვერდით, ვინც სააკაშვილის გათავისუფლებისთვის შეიკრიბა

„ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგეს და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ EU-მ მის პასუხისმგებლობას თავი არ აარიდოს,“- წერს „ტვიტერზე“ ევროპარლამენტარი.

“ეს არის სააკაშვილის ფაქტორი: 2012 წლის შემდეგ ქვეყანას ასეთი აქცია არ ახსოვს”

"ეს ხალხი რუსთაველზე არა მარტო სააკაშვილმა, არამედ "ოცნების" უგუნურებამ, სიხარბემ, ანტისახელმწიფოებრივმა და ანტისაზოგადოებრივმა მმართველობამ შეჰყარა"

შეკრებილი ადამიანების რაოდენობამ არაფერი დამანახა, სჯობდა უგულავას არ ეღრიალა წიქარასავით – ვოლსკი

"არსებობს გაცილებით მეტი რაოდენობის ადამიანი, რომელთაც ფეხი დააბიჯეს ღირსებაზე, ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და სისხლი ადინეს", - აცხადებს ვოლსკი.