2023 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა – სოციალური სამართლიანობის ცენტრი
მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო.
მარტში შემწეობის მიმღებთა რიცხვი 676 641 ადამიანი იყო.
2022 წელს საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობა 647 738 კაცს შეადგენდა, რაც საშუალო წლიური მოსახლეობის 17.4%-ს შეადგენს
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მარტში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 57 839 579 ლარი დაიხარჯა.
PMC კვლევითი ცენტრის მიმოხილვის თანახმად, 2018 წელთან შედარებით, 2022-ში შემწეობას 209 000 ადამიანით მეტი იღებდა.
საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 149 864 შეადგინა.