საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ დროისთვის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის მე-12 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
„გავრცელებული ინფორმაცია რომ თითქოს სამუშაოები მიტოვებულია და დროის მცირე პერიოდში შესაძლებელი იყო აღნიშნული სამუშაოების დასრულება, სინამდვილეს არ შეესაბამება“.