საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით აქტიურ რეჟიმში გრძელდება, რათა ავტოტრანსპორტის გადაადგილება უმოკლეს პერიოდში აღდგეს.
ჭონქაძის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჩიტაძის, ინგოროყვას, კოტეტიშვილისა და ბესიკის ქუჩების საშუალებით. გადაადგილება თავისუფალი იქნება პ. კაკაბაძისა და მთაწმინდის ქუჩებიდან მოძრავი ტრანსპორტისთვის.