„საზოგადოებრივი ტრანსპორტის იმ ნაწილს, რომელიც ევროპის მოედნის გამოყენებით გადაადგილდება, შეეცვლება მოძრაობის მიმართულება“ - წერია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისის მერიის ცნობით, „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოებისა და მიმდინარეობის პერიოდში, მოძრაობა 19 სექტემბრის 12:00 საათიდან 22 სექტემბრის 12:00 საათამდე შეიზღუდება.