მმართველმა უმრავლესობამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა ირაკლი კოვზანაძის, გიორგი ხელაშვილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ნინო იობაშვილისა და ასევე, გიორგი ამილახვარის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საკითხს.
დღეს კანონმდებლები პარლამენტის წევრების - შალვა ნათელაშვილისთვის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.