ბოლნისის გამგებლის ყოფილი მოადგილის და 2012 წელს ბოლნისში “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით ჩართოლანის კომპანია შპს „ქორულდი” მესტიის მუნიციპალიტეტის ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ვიქტორ ჯაფარიძის ცოლის ძმის, ალეკო ხვისტანის კომპანია შპს “ელექტრო მონტაჟ სერვისი” სახელმწიფო შესყიდვებს იღებს.