ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ „მედიის ცენზურისა და დაშინებისათვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება სახიფათო გზავნილია სხვა კრიტიკული მედიასაშუალებებისთვისაც.
"სახელმწიფოს მიტაცების აშკარად გამოხატული ნიშნების ფონზე, როდესაც ქვეყნის არაფორმალურ მმართველს სერიოზული ბიზნესინტერესები გააჩნია მტრულ სახელმწიფოში, გარკვეული საფრთხე შეიძლება შეექმნას ქვეყნის უსაფრთხოებასა და მის საგარეო კურსს" - აღნიშნულია კვლევაში.
საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კვლევითი ცენტრის შეფასებით, საქართველოს მთავრობის შემხვედრ ნაბიჯებზეც არის დამოკიდებული, რამდენად დაზარალდება საქართველოს ეკონომიკა რუსეთის უკრაინაში აგრესიის გამო შექმნილი რეალობიდან გამომდინარე.