„საქართველოში მყოფ საფრანგეთის მოქალაქეებს ვურჩევთ, თავი აარიდონ საზოგადოებრივ შეკრებებს. შეგახსენებთ, რომ საპოლიციო შემოწმების შემთხვევაში თითოეულმა პიროვნებამ საკუთარი იდენტობის დამტკიცება უნდა შეეძლოს“ - წერია განცხადებაში.
„საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავა საფრანგეთის მიმართ კრიტიკული განცხადებისგან მაშინაც კი, როდესაც პარიზში სამართალდამცავები მომიტინგეებს ბრუტალური, ადამიანის უფლებების საყოველთაო სტანდარტებთან სრულიად შეუსაბამო მეთოდებით დაუპირისპირდნენ“.