საგამოძიებო კომისიის მიერ, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სხდომაზე დაბარებას, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „სხდომაზე მისვლას და ცირკში მონაწილეობას არ აპირებს“.
მისი განცხადებით, „სალომე ზურაბიშვილი საერთოდ აღარ არის ფიგურა უბრალოდ მას ჰგონია, რომ ფიგურაა და ალბათ ზედმეტი ყურადღება აღარ უნდა დავუთმოთ იმას, რაც ყურადღებას აღარ იმსახურებს“.