„მის მხარდამჭერებს შესაძლოა, ეს აინტერესებთ, მაგრამ ყველას არ აინტერესებს. ანუ მოქალაქეების 100 პროცენტიდან მათ მხარს უჭერს 20-25 პროცენტი, მეტი ხომ არა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვის ნიშნები არ აქვთ და შესაბამისად, არც საგამოძიებო კომისიის შექმნის საჭიროება არსებობს.
„ეს არ ეხება მხოლოდ საქართველოს, ეს ეხება მთელ რეგიონს, იმიტომ, რომ ეს არის გზავნილი პუტინის მხრიდან ნებისმიერი პროდასავლელი რეფორმატორის მიმართ,“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.