LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ირანის ელჩი დაიბარეს

უწყების ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, ირანის ელჩს განუმარტა, რომ მის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებები სცდება დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებს.

მაკა ბოჭორიშვილი კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანიტა ანანდს შეხვდა

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსებულ ვითარებაზე.

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს იძულებითი გადაადგილება, ოჯახებთან განშორება და საზოგადოების ერთმანეთისგან გახლეჩით გამოწვეული ტკივილი

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა მონაწილეობა მიიღო ტორონტოში გამართულ მეორე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც უკრაინელი ბავშვების, დაკავებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების დაბრუნებას მიეძღვნა.

მაკა ბოჭორიშვილი: მდგრადი მშვიდობა ეროვნული სუვერენიტეტის პატივისცემას მოითხოვს

მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, სწორედ ამ გამოცდილებიდან გამომდინარეობს საქართველოს ხელისუფლების მკაფიო არჩევანი - კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, შერიგება და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობა.

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს გეოპოლიტიკური როლი იზრდება, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის

მინისტრმა ხაზი გაუსვა ფართო რეგიონში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ამ კონტექსტში საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მრავალწლიან პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.