"რა თქმა უნდა, აქცენტს გავაკეთებ რეგიონში შექმნილ სიტუაციაზე და ასევე იმ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც შექმნილია შავი ზღვის კონტექსტში" - განაცხადა ზალკალიანმა.
რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომ შეთავაზებით გამოდიან, დაიწყოს საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დელიმიტაციის პროცესი და რომ მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს სოხუმსა და ცხინვალს“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება.
„საქართველო ერთგულია ყველა იმ საერთაშორისო ვალდებულების, რაც ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსის სრულფასოვან, შეუფერხებელ ფუნქციონირებას ითვალისწინებს და იცავს ვენის კონვენციის პრინციპების.“
საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე