საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. საუბარი ასევე შეეხო ევროკავშირთან ურთიერთობებს და გაფართოების პოლიტიკას.
როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, მოლაპარაკებების ერთ-ერთ მთავარ თემას წარმოადგენდა შუა დერეფნის განვითარება, რაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებულ სტრატეგიულ მნიშვნელობას ატარებს.
„საქართველო თუ არ არის ამ პროცესში ჩართული, ესეც არის ევროკავშირის გადასაწყვეტი“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.