„შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა“ - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
„სახალხო დამცველი თანადგომას უცხადებს ძალადობის სავარაუდო მსხვერპლებს და გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მათი სურვილისა და მომართვის შემთხვევაში, ინსტიტუტის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს მათი ინდივიდუალური საქმეები“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.