ანგარიშის თანახმად, გარდა ამისა, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით დასტურდება.
„რუსული, ანტიდემოკრატიული, ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის მატარებელი ჯგუფების მომძლავრების, წახალისების და მათ დანაშაულებრივ საქმიანობაზე ხელის დაფარების პარალელურად, ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე იზღუდება“ - აცხადებს სახალხო დამცველი.