"ეს მიუთითებს პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის არასათანადო ხარისხზე, რაც გარკვეულ შემთხვევაში გარდაცვალებას და შესაბამისად, მათი სიცოცხლის უფლების ხელყოფას იწვევს", - აღნიშნულია ანგარიშში.
როგორც სახალხო დამცველის ანგარიშშია აღნიშნული, პანდემიის პერიოდში, განსაკუთრებით დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.
ფსიქიკური მდგომარეობის გამწვავებისას, პაციენტს ბოჭავენ და სწრაფი ტრანკვილიზების მიზნით იძულებით უკეთებენ ინექციებს, რაც, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობისას უნდა ხდებოდეს.