"განგსტერულ ფილმებში საკონტროლო გასროლა რომ არის, ასეთი კითხვაა - თქვენ მეკითხებით როგორ ვუყურებ სექსუალურ უმცირესობებს და მათ შორის ქორწინებას?" - ლელა გაფრინდაშვილი მათიკაშვილს
როგორც გაფრინდაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მისთვის წარმოუდგენელია, არსებული პოლარიზებული სიტუაცია შეიცვალოს, თუ არ მოვუსმენთ, თუნდაც ყველაზე მიუღებელ ადამიანებს.
ბურჯანაძემ უპასუხა კითხვას: უნდა იცავდეს თუ არა სახალხო დამცველი ნებისმიერი ადამიანის უფლებებს და უნდა არსებობდეს თუ არა გარკვეული შერჩევითობის პრინციპი.
დავით მათიკაშვილმა კითხვით მიმართვის დროს, გაიხსენა ანა აბაშიძის დაპირისპირება სოფო კილაძესთან, რომელიც გაეროში აირჩიეს და რომელსაც მათიკაშვილის თქმით, აბაშიძემ არაკომპეტენტური უწოდა.