ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო იქნება შენობებზე სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დროშა სიმბოლოა იმისა, რომ ამ მიწაზე მცხოვრებ არაერთი ეთნოსის, მრავალფეროვანი კულტურის ხალხს ერთი აქვს სამშობლო და მომავალი.
ევროკავშირის, ნატოსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური სიმბოლოს ან შესაბამისი სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლოს შებღალვისთვის 1000-ლარიანი ჯარიმა დაწესდა.