როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება ხელისუფლებამ იმის გამო გადაწყვიტა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმე ბოლომდე გამოძიებული არ იყოს.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ სამსახურად ჩამოყალიბება იმდენად დასაბუთებულია, რომ მიკვირს, სამი წლის წინ იგივე რატომ არ გააკეთა „ქართულმა ოცნებამ.“– განაცხადა „პირველ არხს“ ფრიდონ ინჯიამ.
პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საკანონდებლო პაკეტს, რომლის თანახმადაც უქმდება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად იქმნება ორი სტრუქტურა — სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.