"როცა 4-დღეში იგეგმება ამნაირი სამსახურის გარდაქმნა და დამოუკიდებელი, 6 წლის ვადით დანიშნული ადამიანის გათავისუფლება, სრულიად დაუშვებელია" - განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილემ კომიტეტების სხდომაზე.
როგორც თოლორაიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, როცა ის უწყების გაძლიერების კანონპროექტზე მუშაობდა და პარლამენტთან კომუნიკაციას ცდილობდა, საკანონმდებლო ორგანო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე მუშაობდა.
„ამ კანონპროექტით დაგეგმილია არა მხოლოდ სამსახურის გაუქმება და სახელმწიფო ინსპექტორის სახლში გაშვება, რაც ჩემთვის ყველაზე ნაკლები პრიორიტეტია ამ შემთხვევაში, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის ყველა თანამშრომლის სახლში გაშვება“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
აღნიშნულით დეგნანი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებულ კანონპროექტს, ასევე საერთო სასამართლოების შესახებ კანონს გამოეხმაურა და თქვა, რომ შეკითხვები მმართველ გუნდთან სწორედ პროექტების ნაჩქარევად განხილვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.