მაჭარაშვილის თქმით, ინფორმაცია, რაც მათ აქვთ დამადასტურებელია იმისა, რომ ხელმოცარული, დამარცხებული ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები რევოლუციების მოწყობას ცდილობენ და მომავალშიც შეეცდებიან.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს“ - ამის შესახებ ნათქვამია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
„ტელევიზიები, პოლიტიკოსები, თავად მოწმეები ამაზე კომენტარის გაკეთებას ერიდებოდნენ, რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს? სულ მცირე, ძალიან საეჭვო არ არის? ამაში გაიშიფრნენ ისინი“.
„ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან.“