კამპანიის მიზანია მოქალაქეების ინფორმირება ტრეფიკინგის როგორც დანაშაულის, მისი დროული ამოცნობისა და პრევენციის შესახებ, ასევე ინფორმირება არსებული სახელმწიფო მხარდამჭერი სერვისების თაობაზე.
თბილისსა და რეგიონებში, შეხვედრები გაიმართება პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, მშობლებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.