„სუს-მა თავისი გამოძიების ფარგლებში, ყველა კითხვას გასცა პასუხი - დადასტურდა, რომ BBC-ის გამოძიებაში მოცემული ფაქტები იყო მტკნარი სიცრუე“, - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე.
როგორც ჩაკვეტაძე ანიშნავს, პროტესტის მონაწილეებმა გუშინ მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბო დაწვეს, რაც საფუძვლიანი ვარაუდია იმისა, რომ ეს ახალი პროვოკაციების შესავალია ვითარების გასამწვავებლად.