„კანონი 60 წელს მიღწეული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირისთვის ბლანკეტურ შეზღუდვას აწესებდა და მიუხედავად ჯანმრთელობის და ფუნქციური მონაცემებისა, თანამდებობიდან ათავისუფლებდა“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
„სასამართლომ დაადგინა, რომ ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება ვერ აკმაყოფილებდა საჯარო სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებისუფლების დაცვის კონსტიტუციურ სტანდარტებს“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილოს ის კონსტიტუციური სარჩელები, რომლებშიც მოსარჩელე სადავო ნორმის შეჩერებას ითხოვს.
„მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიდან არიდების მიზნით, ასევე ვითხოვთ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.