სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველო "გაყოფილ სახლად" იქცა, სადაც ერთ მხარეს არის მმართველი პარტია, მეორე მხარეს კი ქვეყნის მოსახლეობა, რომლის პოზიციასაც იზიარებს თავად პრეზიდენტი.
პარტია „ლელოს“ წევრმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საკონსტიტუციო დავის წამოსაწყებად ინიცირებულ კანონპროექტზე ისაუბრა და კოლეგებს მოუწოდა, საკითხის განხილვა გარკვეული ხნით გადაედოთ.
"ეს არის ჭკუის სწავლების მცდელობა დანარჩენი თანაგუნდელებისთვის და არა მხოლოდ პრეზიდენტისთვის. ჩემი აზრით, "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოიგებს", - ამბობს ხვიჩია.