აქციაზე დაკარგული მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 2 დღე ეძებდნენ, იპოვეს – შსს-ის ცნობით, დაკავებული გელა ნადირაძე 30 აპრილს ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გელა ნადირაძე სამართალდამცველებმა 30 აპრილს ადმინისტრაციული წესით აქციის მონაწილე სხვა 63 პირთან ერთად დააკავეს, შემდეგ კი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
