"დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში იწყება ახალი, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი - დავხუროთ წარსული, გავერთიანდეთ მომავალი საერთო გეგმების გარშემო" - აცხადებს სამადაშვილი.
როგორც სამადაშვილი განმარტავს, დღეს ნაციონალური მოძრაობის წევრების ნაწილისგან იგივე არგუმენტები ესმის, რომლითაც თავად ცდილობდა პარტიის დარწმუნებას, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის.
"პარტიიდან წასულმა რამდენიმე ადამიანმა ადრეც გადაწყვიტა ქვების სროლა, მათი სახელები აღარავის ახსოვს, მისი სახელიც ასე მიეცემა დავიწყებას" - ნუგზარ წიკლაური.
"ნიკა მელიასთვის გასაგებია ჩემი არგუმენტები, ჩვენ მეგობრებად ვრჩებით. ნიკას და „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმატებას ვუსურვებ," - თქვა სალომე სამადაშვილმა.