ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს 30 წლის განმავლობაში დიდი დახმარება გაუწია და მიიჩნევს, რომ „უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ხელახალი ინიციირებით, პარტნიორი ქვეყნის მხრიდან დახმარება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
სამადაშვილმა უპასუხა კითხვას, რომელიც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა და რომლის თანახმადაც, პარტია „ლელოს“ გარშემო უნდა შეიქმნას ე.წ. შუაშისტური გაერთიანება, რომელიც გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმებს მიიზიდავს.